|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„პატიმრები უსამართლოდ მინიჭებულ სასჯელზე საუბრობენ“

"ვიმედოვნებთ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ამოქმედდება პატიმართა უფლებები, რომელიც კანონით არის განსაზღვრული. ვიცით, რომ პატიმრებს აქვთ კანონდებლობით მინიჭებული გარკვეული უფლება, რომლის განხორციელება ამდრომდე ძალიან ნაკლებად ან ხშირ შემთხვევაში, არ ხდებოდა“, –განმარტა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალის იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტმა  რევაზ თოფურიამ.

დღეს ასოციაციის იურისტებმა პატიმართა უფლებებზე  და მისი განხორცილების მექანიზმებზე  ადგილობრივ  არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებთან ერთად ისაუბრეს. როგორც საიას ქუთაისის ფილიალის ადვოკატები განმარტავენ, მნიშვნელოვანი და აუცილებელია იმ უფლებების უზრუნველყოფა, რომელიც პატიმრობის კოდექსით არის განსაზღვრული. „რადგან მოხდეს ამ ადამიანების ადაპტირება საზოგადოებასთან, მათზე  დაკისრებული  სასჯელის მოხდის შემდეგ“, –  აღნიშნავენ ადვოკატები.

პატიმართა კვებით და ჰიგიენით უზრუნველყოფა, შრომისა და  პირადი უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება, ასევე,  ნათესავებთან შეხვედრა–პაემანი, სატელეფონო საუბრები და მიმოწერა  –  ეს მსჯავრდებულების  უფლებების არასრული ჩამონათვალია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით, პატიმრობის კოდექსით არის განსაზღვრული.

„პატიმართა უფლებები ეფუძნება საქართველოს  საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. სამწუხაროდ,  მისი განხორციელება ამდრომდე  ვერ ხერხდებოდა. მაგრამ იმედი გვაქვს რომ ამ მხრივ გამოსწორდება მდგომარეობა და შემუშავებული იქნება ეფქტური მექანიზმები მათი უფლებების დასცავად“, – ამბობს  საიას ქუთაისის ფილიალის იურისტი გიორგი ჭიქაბერიძე.

ჭიქაბერიძის განმრტებით, პატიმრების უფლებების  დარღვევა ძირითადად არაადამიანური მოპყრობის ნაწილში ხდებოდა. „ასევე, პატიმრები უსამართლოდ მინიჭებულ სასჯელზე და წამების ფაქტებზე საუბრობენ“, – აღნიშნავს ჭიქაბერიძე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ ინსტიტუციების გაძლიერებას, რომლებიც პატიმართა უფლებების დაცვაზე მუშაოებენ.  „ვფიქრობ,  აუცილებელია გაძლიერდეს სახალხო დამცველის აპარატი, რადგან მათი მოვალეობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ანგარიშებისა და პარლამენტში რეპორტების წარდგენით. ვფიქრობ, ამ აპარატს უნდა გააჩნდეს ინიცირების შესაძლებლობა,  რომელიც ითვალისწინებს  პატიმრების უფლებების დაცვის ეფექტური მექანიზმის ამუშავებს. ასევე, უფლებების დარღვევის  დაფიქსირების შემთხვევაში, მოითხოვონ იმ  პირის პასუხისგების საკითხი, რომელმაც დაარღვია  მსჯავრდებულების უფლება“, – განმარტა არასამთავრობო ორგანზიცია „საზოგადოება და სამართლის“ ხელმძღვანელმა ევგენი ომანაძემ. ომანაძის  განმარტებითვე, მსჯავრედბულების  უფლებების დასაცავად აუცილებელია   პატიმართა  ადვოკატების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

„ვფიქრობ, რომ ამ კუთხითაც არის სამუშაო. ადვოკატი უნდა იყოს ხელშეუხებელი საქმიანობის განხორციელების დროს. რადგან, ხდებოდა  ისე,  რომ თუკი მოსამართლეს არ მოეწონებოდა ადვოკატის ღიმილი, მაშინ  მას პრობლემები ექმნებოდა. ამიტომაც, პატიმრების უფლებების დასაცავად აუცილებელია პატიმრების ადვოკატები იყვნენ ხელშეუხებელნი“, – აღნიშნა ომანაძემ. 

ავტორი: თეკლა მორგოშია