|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ოპერის თეატრში 44-ე სეზონი გალა–კონცერტით გაიხსნა

26 ოქტომბერს ბალანჩივაძეების სახელობის ქუთაისის ოპერის თეატრსა და მუსიკალურ დარბაზში გალა-კონცერტი გაიმართა. აღნიშნული ღონისძიებით ოპერის თეატრის 44-ე სეზონი გაიხსნა. გალა-კონცერტში ქუთაისის ოპერის თეატრის მსახიობები, ორკესტრი და გუნდი იღებდნენ მონაწილეობას. წარმოდგენილი იყო, როგორც ქართველ კლასიკოს კომპოზიტორთა, ასევე, მსოფლიო კლასიკოსების ოპერებიდან არიები.

ქუთაისის ოპერის ცნობილ შემსრულებელებთან ერთად აღნიშნულ ღონისძიებაში ახალგაზრდა მომღერლებიც მონაწილეობდნენ. მათ ფალიაშვილის, თაქთაიშვილის, პუჩინის, ვერდის, როსინის, გუნოს ოპერებიდან ცნობილი არიები შეასრულეს. ანუ ერთგვარი პოპ-კლასიკა შესთავაზეს დამსწრე პუბლიკას. თეატრმა საკუთარი კუსიკალურ-ვოკალური შესაძლებლობები აჩვენა. ამ კუთხით საკმაოდ შთამბეჭდავი არსენალი წარმადგინა.

აღსანიშნავია, რომ სეზონი დაგვიანებით გაიხსნა. სახელმწიფოში განხორციელებულმა პოლიტიკურმა ცვლილებებმა ეს აქტი ერთი თვით გადადო. სამაგიეროდ გადადება არ შეეხო სახელმწიფოს მიერ ოპერის თეატრის ინსტრუმენტებით აღჭურვის საკითხს.

სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ფირმა ოპერის თეატრს ახალი სასულე ინსტრუმენტებით მალე აღჭურვავს. ყოველ შემთხვევაში ამის დიდი მოლოდინი აქვთ ქუთაისის ოპერის თეატრში.  

ავტორი: ეკა კუხალაშვილი