|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისმა strongman–თა სახალხო ჩემპიონატს უმასპინძლა

წელს, პირველად ქუთაისში უძლიერეს მამაკაცთა შორის ჩემპიონატი გაიმართა ახალგაზრდებს შორის. strongman-თა ჩემპიონატზე მხოლოდ, მძიმე კატეგორია იყო წარმოდგენილი. ,,2 მაისობას დავამთხვიეთ შეჯიბრება, სახალხო ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის. პირველად ვაკეთებთ ახალგაზრდებს შორის ამ ჩემპიონატს.  ჩვენი ფედერაცია, სულ სამი წელია რაც დაარსდა და ამ შეჯიბრიდან გამოვლენილი ახალგაზრდები, იქნებიან საქართველოს ნაკრების წევრები, რომლებიც ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე მიიღებენ მონაწილეობას. ძალიან ბევრი მსოფლიო ჩემპიონი გვყავს,“ – ამბობს საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის პრეზიდენტი ავთანდილ ახვლედიანი.

აღსანიშნავია, რომ უძლიერეს მამაკაცთა ფედერაცია ქუთაისშია, ფილიალები კი საქართველოს ყველა დიდ ქალაქში აქვს.

ქუთაისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქის ცენტრალურ პარკში, ასევე, მოეწყო სხვა სპორტული ღონისძიებები. საჩვენებელი პროგრამები ჩატარდა ფარიკაობაში, კრივსა და ქართულ საბრძოლო ხელოვნებაში.

ოლიმპიურ სკვერში კი მოჭადრაკეების ერთობლივი სეანსი გაიმართა. ,,ორმაისობასთან დაკავშირებით, შევიკრიბეთ მოყვარული მოჭადრაკეები, რათა სამოყვარულო დონეზე გვეთამაშა და ერთი დღე გაგველამაზებინა,“–ამბობს მოყვარული მოჭადრაკე გიგა ყუფარაძე. 

ავტორი: ხათუნა მაისურაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა