|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სახალხო კარნავალი ქუთაისის ქუჩებში

ქუთაისის ცენტრალურ უბნებში სახალხო კარნავალის მონაწილეები გამოჩნდნენ. ქალაქის ქუჩებში მათი მსვლელობა დასარტყამი ინსტრუმენტებითა და მხიარული ნომრებით მიმდინარეობს.  სხვადასხვა ზღაპრული გმირის ფორმებში გადაცმული ახალგაზრდული თეატრის მსახიობები, ხალხის განწყობაზე ზრუნავენ.

"გვინდა გავამხიარულოთ მთელი ქალაქი, გადავდოთ ემოცია, ენერგია, რაც დღევანდელ დღეს უხდება,"- აღნიშნა მესხიშვილის თეატრთან არსებულმა ახალგაზრდული თეატის ხელმძღვანელმა გიგა მიქაძემ.

სახალხო კარნავალმა მსვლელობა მესხიშვილის თეატრიდან დაიწყო, რომელმაც წერეთლის ქუჩაზე გადაინაცვლა. „ვმოძრაობთ ცენტრალურ უბნებში. ხალხი ძალიან აქტიურია და ჩვენთან ერთად ხალისობს,"-ამბობს თეტრის მსახიობი ანი წულუკიძე. 

ავტორი: ხათუნა მაისურაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა