|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ნაციონალები“ უმრავლესობას ყოფილი მაღალჩინოსნების პოლიტიკურ პატიმრებად აღიარებას სთხოვენ

„ნაციონალმა“ თინა ბოკუჩავამ  პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს შესთავაზა იმ პირთა საქმეებიც განიხილონ, რომლებიც ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შედეგად  დააკავეს და გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. 

„თუმცა ამ ადამიანების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ შემწყდარა. კომისია პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა და დევნილთა საქმეებს განიხილავს. მაინტერესებს, აპირებთ თუ არა მიმდინარე პროცესებიც განიხილოთ ამ კომისიაში?  რადგან ეს ადამიანებიც პოლიტიკური ნიშნით არიან დაპატიმრებული.  ამის შესახებ კომენტარები გაკეთდა რასმუსენის, ბაროსოს, შულცის მხრიდან და ის, რომ გიორგი კანდელაკმა შეძლო  მისი მძევალი გამხდარიყო მთელი ნატო, არასერიოზულია,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ დღეს, კომიტეტის სხდომაზე.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ  ბოკუჩავას უპასუხა, რომ  კომიტეტი დღის წესრიგით განსაზრულ კონკრეტულ საქმეებს იხილავს. ბესელიას თქმით, იმისათვის, რომ საქმე კომიტეტმა განიხილოს, ამის შესახებ კომიტეტში განცხადება უნდა შევიდეს.

„შემიძლია ნებისმიერი საკითხი შევისწავლო, თუმცა ასეთი განცხადება კომიტეტში არ შემოსულა,“ - განაცხადა  ბესელიამ.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაციები იმ პირთა საქმეებს განიხილავენ, რომლებსაც პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა და დევნილთა სტატუსი მიენიჭათ. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა