|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა შენიშვნები აქვს მთავრობას ამნისტიის კანონპროექტთან?

ამნისტიის კანონპროექტის ინიციატორები  მთავრობისგან შენიშვნებს ელოდებიან. ამ დროისთვის  ცნობილია  იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაცია, რომლის მიხედვით უწყება ძალადობის, თაღლითობის, წამების, არაადამიანური მოპყრობისა და წამების მუხლით ბრალდებული პირების გათავისუფლებას ეწინააღმდეგება.

გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტროს შენიშვნებით, ამნისტია არ უნდა შეეხოს ისეთ დანაშაულს, რომელსაც მოჰყვა სოცოცხლისა და სქესობრივი თავისუფლების ხელყოფა. 

„ჩვენ მზად ვართ ეს შენიშვნები გავიაროთ მაქსიმალურად.  არ უნდა დავარღვიოთ ბალანსი, რომელიც არსებობს  საზოგადოებრივ  ინტერესსა და ადამიანის უფლებების  დაცვას შორის, რადგან ჩვენ კარგად ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ამ კანონის მიღების შემთხვევაში.  ჩვენ ვართ მოწინავე ქვეყანა პატიმართა რაოდენობის კუთხით. თუ ყოველ 100 000 მოსახლეზე პატიმართა დადგენილი რაოდენობა  50-60 პატიმარია, ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 5-ჯერ და 10-ჯერ აღემატება დადგენილს,“ - ამბობს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.

ბესელიას თქმით, კომიტეტი სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან სტატისტიკურ  მონაცემებს ელოდება, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრომ შენიშვნები უნდა მიაწოდოს. როგორც ბესელია ამბობს, მიღებული შენიშვნებიდან რაც გასაზიარებელია, გაიზიარებენ.

„ჩვენ გვინდა, რომ ამნისტია იყოს კონსენსუსის პროექტი. არასრულწლოვნებისა და ქალების მიმართ განსაკუთრებით ჰუმანურები უნდა ვიყოთ. ნაკლებად მძიმე დანაშაულის და ეკონომიკური დანაშულის მიმართ ამნისტია გაცილებით თამამი უნდა იყოს. რაც შეეხება ძალადობრივ დანაშაულს და იმას, რასაც მოჰყვა სიცოცხლის ხელყოფა, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული საზოგადოების ინტერესი და შესაძლოა, ასეთი მუხლები ამნისტიის ქვეშ არ მოექცეს,“ - ამბობს ბესელია.

ამნისტიის კანონპროექტის მოსმენა მთავრობიდან შენიშვნების მიღების შემდეგ მოხდება. როგორც კომიტეტში აცხადებენ, შენიშვნების მიწოდება დაახლოებით ორ დღეში დასრულდება. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა