|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზაზა ხატიაშვილი: „ადვოკატებს კლიენტის კარგად დაცვისთვის იჭერდნენ“

საქართველოში სახაზინო ადვოკატურა, როგორც სახელმწიფოს შემადგენლი  სისტემა,  შესაძლოა გაუქმდეს. ამ ინიციატივით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია გამოდის.

„შეუძლებელია ადვოკატთა ინსტიტუსი იყოს სახელმწიფოს შემადგენლობის ნაწილი. რადგან, ეს ადვოკატები პროკურორის თანაშემწეები იყვნენ, რომლებიც მათ დავალებებს ასრულებდნენ. სწორედ, ამიტომ გვინდა სახაზინო ინსტიტუტის ჩვენს ასოციაციაში წამოღება. ეს ხელს შეუწყობს ამ ასოციაციის, როგორც ადვოკატთა ინსტიტუსის გაძლიერებას“, - განაცხდა  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა, დღეს ქუთაისში სასტუმრო „ბაგრატში“ ადვოკატებთან გამართულ შეხვედრაზე.

შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხეო იმ პრობლემებს, რომელიც ბოლო პერიოდში ადვოკატებს ექმნებოდათ.  როგორც ზაზა ხატიაშვილმა განმარტა, დასრულდა ფაშისტური რეჯიმი და უკვე დროა სხვა წყობაზე გადავიდეს ქვეყანა.

ადვოკატების თქმით, ქვეყანაში სამოქალაქო დაცულობისათვის აუცილებელია ადვოკატთა ინსტიტუსის გაძლიერება და მისი უფლებების დაცვა.  „სააკაშვილის რეჟიმმა საქართველოში 147 ადვოკატი დააკავა. სწორედ, ამიტომ უნდა გაძლიერდეს ადვოკატთა ინსტიტუტი. ადვოკატებს თავიანთი კლიენტის კარგად დაცვისთვის იჭერდნენ“, - აღნიშნა ხატიაშვილმა.

ადვოკატთა დაცულობის მიზნით, ასოციაციის წარმომადგენლები კანონის გადახედვის საჭიროებასაც ხედავენ. „ადვოკატებს მხოლოდ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ნებართვის შემდეგ უნდა ჩხრეკდნენ. აქამდე, კარგად მოგეხსენებათ როგორც ხდებოდა“, - განმარტა ხატიაშვილმა.

ხატიაშვილის თქმით, თავიანთი ინიციატივები უკვე გაახმოვანეს  ახლი  მთავრობის წარმომადგენლებთან. „გვეთანხმებიან იმაში, რომ სახაზინო ადვოკატურა შეუერთდეს  ჩვენს ასოციაციას, რადგან სხვა შემთხვევაში ადვოკატი დამოუკიდებელი ვერ იქნება“, - აღნიშნეს ასოციაციის წევრებმა.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში სულ 3900 ადვოკატია გაერთიანებული.

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა