|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობა არშემდგარი კვორუმის ხარჯზე შეინარჩუნა

წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს მამუკა საღარეიშვილს თანამდებობა სამი თვით გაუხანგრძლივეს.

დღეს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე კვორუმის არ არსებობის მიუხედავად, საკრებულოს თავმჯდომარეს ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე თანამდებობა შეუნარჩუნდა. სხდომას მხოლოდ საკრებულოს „ნაციონალი“ დეპუტატები ესწრებოდნენ.

„დაიღალნენ საკრებულოს წევრები საკრებულოს თავმჯდომარის მიმართ საეჭვო მოსაზრებებით და გადაწყვიტეს, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოეგვარებინათ ამ პოსტზე ჩემი ყოფნა–არ ყოფნის საკითხი. როგორც აღმოჩნდა ოპოზიციამ უმრავლესობა ვერ შეაგროვა, სხდომას არ დაესწრნენ და შესაბამისად დავრჩი საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე“-აღნიშნა წყალტუბოს საკრებულოს თვმჯდომარემ მამუკა საღარეიშვილმა.

წყალტუბოს საკრებულოს ოპოზიციურმა ფრაქციებმა დღევანდელ რიგარეშე სხდომას პროტესტი გამოუცხადეს. საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება“ თვითმმართველობაში  „ნაციონალური მოძრაობის“  რღვევასა და ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობაზე საუბრობს.

ფრაქციის თავმჯდომარის ლევან ჩაქსელიანიის თქმით, ძალთა გადანაწილება ჯერ არ დასრულებულა. „დაჩქარებული წესით დანიშნულ საკრებულოს სხდომაზე ვერ მოვასწარით სრულად ჩამოყალიბება. ამ დრომდე მიმდინარეობს კონსულტაციები და ძალიან მალე „ნაციონალურ მოძრაობას“ უმცირესობაში ვხილავთ. ეს იყო გათამაშებული, დადგმული სპექტაკლი, თუმცა გადაწყვეტილება აუცილებლად შეიცვლება,“-განმარტა ლევან ჩაქსელიანმა.

წყალტუბოს საკრებულო 25 წევრისგან შედგება. უმრავლესობას ამ დრომდე „ნაციონალური მოძრაობა“  წარმოადგენს.

ავტორი: ხათუნა მაისურაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა