|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მიხეილ სააკაშვილი: „ქართველ ხალხს განსაცდელში არ მივატოვებ“

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, დღეს ქვეყანა განსაცდელშია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისმის მოწოდებები, რომ წლების განმავლობაში აშენებულისა და განვითარებულის განადგურება მოხდეს.

„ეს ვერ განხორციელდება მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენი ხალხი ამას არ დაუშვებს. ჩვენი ქვეყანა უნდა განვითარდეს კიდევ უფრო უკეთ. მე ჩემს ხალხთან ერთად ვიყავი მშვიდობის, ომის, გაჭირვების, აღმშენებლობის დროს და რა თქმა უნდა ჩემს ხალხს არც განსაცდელში მივატოვებ. ჩვენ ბოლომდე გადავლახავთ ამ პრობლემებს, რადგან საქართველოს  სხვა პერსპექტივა არ აქვს. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ერთიანობა, მომავლის რწმენა და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყანა გამოვა გამარჯვებული,“ – ეს განცხადება  მიხეილ სააკაშვილმა დღეს ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში გააკეტა. სადაც გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძარში მიმდინარე ჯვრის პარაკლისს დაესწრო.

პრეზიდენტის თქმით, წმინდა გიორგი ბოროტების დამარცხებისა და სიკეთის გამარჯვების სიმბოლოა. მისი თქმით, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, საბოლოო ჯამში ბოროტი ვერასოდეს გაიმარჯვებს. „სიკეთე გამოვა უფრო გაძლიერებული. ბაგრატის ტაძარი ყველანაირმა დამპყრობლებმა ანგრიეს. მიწასთან გაასწორეს. ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა მის აღდგენას. განსაკუთრებით ბოლო წლებში. ჩვენ ის მაინც აღვადგინეთ და მოვიყვანეთ ულამაზეს მდგომარეობაში,“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ბაგრატის ტაძარში მყოფ პრეზიდენტს მეუფე კალისტრატემ წმინდა გიორგის ხატი გადასცა, როგორც ერთიანობის სიმბოლო.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა