|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიაში პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობენ

ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ლევან ჭანჭალეიშვილი მის მიმართ პოლიტიკურ ანგარიშწორებაზე საუბრობს. ჭანჭალეიშვილი ამის მაგალითად მისი მეგობრების- გიორგი მებურიშვილისა და ზურაბ აბულაძის დაკავებას ასახელებს (მათი დაკავება დღეს, 26 ნოემბერს მოხდა).

მისი თქმით,  აღნიშნული პირების დაკავების მიზეზად 2012 წლის ახალი წლის ღამეს, საჩხერეში გამართულ კონცერტზე, ახალგაზრდა მამაკაცის  ცემა  დასახლდა.

„ეს მიზეზი გამოიყენეს. ესენი ჩემი მეგობრები იყვნენ და ამიტომ დააკავეს. სხვა მიზეზები არ არსებობდა. ადვოკატები ხვალ ოფიციალურ კომენტარს გაკეთებენ მომხდართან დაკავშირებით,“ - ამბობს ჭანჭალეიშვილი.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე