|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ობუდსმენი ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის ფაქტებს სწავლობს

სახალხო დამცველმა ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის ფაქტების შესწავლა დაიწყო. ომბუდსმენის ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნუშნულია, რომ 2012 წლის 2 მაისს, ქუთაისის დღესთან დაკავშირებით ლადო მესხიშვილის თეატრში გამართულ ღონისძიებაზე ჟურნალისტთა და მედია საშუალებათა ნაწილი არ დაუშვეს.
"3 მაისს, საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ,,ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებთან შეხვედრაზე არ დაუშვეს ადგილობრივი გაზეთის, ,,P.S.“-ის ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე. მისი განცხადებით, იგი ოთხმა უცნობმა, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ადამიანმა ცემა და წაართვა აპარატურა, რომელიც მოგვიანებით, ასევე უცნობმა პირმა დაუბრუნა. საქართველოს სახალხო დამცველმა დაიწყო  აღნიშნული ფაქტების შესწავლა".
ომბუდსმენის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს სახალხო დამცველის წარმომადგენლები შეხვდნენ და ახსნა-განმარტებები ჩამოართვეს ჟურნალისტებს.
"საქართველოს სახალხო დამცველი ახსნა-განმარტებებისა და საქმის გარშემო არსებული მასალის სრულყოფილი შესწავლის შემდგომ მოახდენს შესაბამის რეაგირებას," – აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.
  

ავტორი: "ახალი გაზეთი"

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა