|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გია თევდორაძე: „უმრავლესობის სიხარული, რომ პარლამენტი თბილისში დაბრუნდება, ნაადრევია“

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გია თევდორაძის თქმით, იმ ადამიანების სიხარული, რომლებიც ფიქრობენ, რომ პარლამენტი თბილისში დაბრუნდება, ნაადრევია.

„ქვეყნის კონსტიტუციიდან იმ მუხლის ამოღებას, რომელიც აკონკრეტებს თუ სად უნდა ჩატარდეს პარლამენტის სხდომები, სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რასაც ახლანდელი უმრავლესობა მე ვფიქრობ, ვერანაირად ვერ  მოახერხებს. რაც შემეხება მე, ვერანაირი ძალა, ვერანირი მოტივი და  გარემოება ვერ მაიძულებს იმას, რომ ჩემი ქალაქიდან პარლამენტის თბილისში დაბრუნებას დავუჭირო მხარი. ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით. ეს არის ჩემი გუნდის პოზიცია,“ - ამბობს გია თევდორაძე.

თევდორაძის თქმით,  „ნაციონალები“ რჩებიან იმ პრინციპების ერთგული, რომ ქვეყნის რეალური დეცენტრალიზაციის პროცესი მდგომარეობს ინსტიტუციონალურ დეცენტრალიზაციაში.

„ძლიერი ქუთაისი ეს ნიშნავს ძლიერ დედაქალაქს და ძლიერ საქართველოს,“ - აღნიშნავს თევდორაძე.

საქართველოს პარლამენტს დღეს  80-მდე  დეპუტატი საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს, რომლის მიხედვით ქვეყნის კონსტიტუციით პარლამენტის ადგილმდებარეობა აღარ განისაზღვრება.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე