|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გაძვირებული გაყინული ქათმის პროდუქტები [Video]

ქუთაისის ბაზარზე, ბოლო ორი თვის მანძილზე, გაყინული ქათმის პროდუქტები გაძვირდა. მოვაჭრეების თქმით, გაყინული ქათმის პროდუქტებზე ფასმა მატება, არჩევნების შემდეგ  დაიწყო.


„ფასის დაწევის იმედი არა გვაქვს, პირიქით, ალბათ ზამთრის პერიოდში უფრო მოიმატებს,“– განმარტავენ ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში მყოფი მოვაჭრეები. როგორც მოვაჭრეები ამბობენ, ისინი არ ფლობენ ინფორმაციის იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია გაყინულ ქათმის პროდუქტებზე ფასების გაზრდა.

შეგახსენებთ, რომ ორი თვის წინ, სხვადასხვა ფირმის გაყინული ქათმის ფასი  საშუალოდ, 5 ლარიდან   7 ლარამდე შეადგენდა.  დღეს, გაყინული ქათმის პროდუქტების ფასი, 7 ლარიდან 9 ლარამდე მერყეობს. 

ავტორი: ანა ჯანაშია