|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ადგილობრივ ბიუჯეტებს მაჟორიტარის ბიუროს დაფინანსება აღარ მოუწევთ

სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა შესაძლოა, მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო არ დააფინანსონ. პარლამენტში წარმოდგენილი პროექტის მიხედვით,   მაჟორიტარის  სამუშაო ოთახით, გადაადგილებისა და კომუნიკაციის ხარჯებით უზრუნველყოფა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ვალდებულება აღარ იქნება.

გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, თვითმმართველ ერთეულს აღარ მოუწევს საკუთარი ბიუჯეტიდან ხარჯების გაღება მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსა და  დეპუტატის მიერ  უფლებამოსილების განხორციელობასთან დაკავშირებით.

კანონონპროექტის ავტორი, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტებს მაჟორიტარის შენახვის ხარჯებს უხსნის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგურია.

ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტი ქალაქის მაჟორიტარის ბიუროს მიმდინარე წელს 40 000 ლარით აფინანსებდა. ამდენივე იყო გამოყოფილი ბიუროს ხარჯებისთვის 2011 წელს.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე