|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს

20 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს, მათი დაკავება სპეცოპერაციის შედეგად გახდა შესაძლებელი. 

მათ ამ ხნის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაც კი არ დაუკავებიათ და წყნეთში, მიტოვებულ სახლში იმყოფებოდნენ. 

სპეცოპერაციის დროს ერთი ეჭვმიტანილი აკო ჭელიძე გაექცათ, თუმცა შემდეგ ის დააკავეს.

ამ დროისათვის მცხეთის პოლიციაში იმყოფებიან მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორივე პირი გიორგი კავილაძე და აკო ჭელიძე.

ცნობისთვის, კვარაცხელიას ოჯახმა განაცხადა, რომ  დამკვეთის მიერ მკვლელობაში ბრალდებულების ლიკვიდაციას არ გამორიცხავდნენ.

კვარაცხელია თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 15 სექტემბერს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებულად გამოძიებამ  აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დაასახელა, თუმცა მკვლელობის ადგილიდან ორივე მათგანმა მიმალვა მოახერხა.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა