|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნიკა ლატარიას საკუთარი ხელფასიდან და დანამატიდან ერთი თეთრი არ წაუღია სახლში"

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა და საკრებულოს დეპუტატმა ტარიელ მეტონიძემ ბრიფინგი გამართეს. მათ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ნიკა ლატარიას წინააღმდეგ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ განმარტება გააკეთეს.

დავით დვალის განცხადებით, ნიკა ლატარია არის თავმდაბალი ადამიანი და მან არ ისურვა თავის საქმიანობასა და ქველმოქმედებაზე საუბარი, ამიტომ მან, როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ თავი ვალდებულად ჩათვალა, გაევრცელებინა ეს ინფორმაცია.

"გავრცელებული ინფორმაცია, რომ ნიკა ლატარია 3 წლის განმავლობაში იღებდა  დანამატს, არის ტყუილი, რადგან ლატარიას დანამატი ჯამში მიღებული აქვს დანამატი 2 წლისა და 6 თვის განმავლობაში, აღნიშნული დანამატი გაიცემოდა ქველმოქმედებისათვის, რასაც ადასტურებს დეკლარაცია. 2015 წლის განმავლობაში მას მხოლოდ 10 თვის დანამატი აქვს აღებული, რაც შეადგენს 17 ათას ლარს, ხოლო 45 აღასი ლარი ქველმოქმედებისათვის აქვს გაღებული. ნიკა ლატარიას საკუთარი ხელფასიდან და დანამატიდან ერთი თეთრი არ წაუღია სახლში",-განაცხადა დავით დვალმა.

მისივე თქმით, მათ მიერ საკრებულოს სახელით კეთდებოდა ქველმოქმედება, თუმცა თანხები რეალურად მათ მიერ იყო შეგროვებული და ამაშიც დიდი წვლილი ნიკა ლატარიას მიუძღვის.

რაც შეეხება ლატარიას ხელფასს, საკრებულო დეპუტატის ტარიელ მეტონიძის განცხადებით, ნიკა ლატარია ხელფასს მის სახელზე რიცხავდა.

"ნიკა ლატარაიამ მთხოვა არ მესაუბრა ამაზე, მაგრამ მე მისი მეგობარი ვარ და თავს ვალდებულად ვთვლი, ამაზე ვისაუბრო, რადგან ასეთი რამ დაბრალდა ნიკა ლატარიას. მე ვარ უხელფასო დეპუტატი, ვცხოვრობ ქირით და ჩემს შვილს ჯანმრთელობის პრობლემა ქონდა, ამ ხნის განმავლობაში ნიკა ლატარია თავის ხელფასს მირიცხავდა, ისე რომ, ამაზე არსად საუბრობდა. უხერხულია, ასეთ ადამიანს დააბრალო მევახშეობა. ასეთ ადამიანებს უნდა ვუფრთხილდებოდეთ, გულს არ ვტკენდეთ და ქველმოქმედების სურვილს არ ვუკარგავდეთ", -განაცხადა ტარიელ მეტონიძემ.

კომპანიებისთვის თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, დავით დვალის აცხადებს, რომნიკა ლატარია საკუთარ კომპანიებში თავისი წილის პროპორციულ თანხებს რიცხავდა. მისივე თქმით, მან არ იცის, ვინ არიან ლატარიას მეწილეები და არც  უფლებამოსილება აქვს, ამაზე ისაუბროს. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი