|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნიკა ლატარია: "პირველსავე ტურში ვგეგმავთ გამარჯვებას"

"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბს ქუთაისში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკა ლატარია უხელმძღვანელებს.

როგორც ნიკა ლატარია "ნიუპრესთან" საუბარში აცხადებს, გამარჯვების მოპოვებას პირველსავე ტურში გეგმავენ.

 "უკვე შევთანხმდით, რომ ქართული ოცნების საარჩევნო შტაბს ქუთაისში მე ვუხელმძღვანელებ. შტაბი სრულად დაკომპლექტებულია. გასულ წელს მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდა და ფაქტიურად, ამ ხალხს მოდუნების საშუალება არც ქონია, ისევ ისეთივე შემართებით არიან. პირველსავე ტურში ვგეგმავთ გამარჯვებას, როგორც მერობის, ასევე საკრებულოს მაჟორიტარები დეპუტატების შემთხვევაში", -განაცხადა ნიკა ლატარიამ. 

მისი თქმით, თუ ვინ იქნება ქუთაისში პარტიული სიის პირველი ნომერი, ამის შესახებ ჯერ საუბარი არ შეუძლია. მისი თქმით, 25 აგვისტოს  ქუთაისში მხოლოდ იმერეთის მერობის კანდიდატწების წარდგენა მოხდება, რაც შეეხება პარტიულ სიასა და მაჟორიტარობის კანდიდატებს, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

მერობის კანდიდატებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წარადგენს. 

წარდგენა 20 საათზე ასსაფეხურიან კიბესთან გაიმართება. 

პარტიულ პრეზენტაციამდე კი ქართველი შემსრულებლების კონცერტი გაიმართება, რომელიც პრეზენტაციამდე ერთი საათით ადრე დაიწყება.

არსებული ინფორმაციით, ქუთაისში მმართველი ძალა მერობის პოსტზე იმერეთის ვიცე-გუბერნატორის გიორგი ჭიღვარიას კანდიდატურის დასახელებას გეგმავს. 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა