|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პრეზიდენტმა ზრდილობიანად მაინც დატოვა დარბაზი და გინებას ადგილი არ ქონია"

თუ შევადარებთ ბატონ კვირიკაშვილს, პრეზიდენტმა ზრდილობიანად მაინც დატოვა სხდომათა დარბაზი და გინებას ადგილი არ ქონია- განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ "რუსთავი 2"-თან საუბარში. მან პრეზიდენტის მიერ პროტესტის ნიშნად  პარლამენტის დარბაზი დატოვება შეაფასა.

მელიას თქმით, მნიშვნელოვანი ახლა ის კი არ არის, ითვალისწინებს თუ არა რეგლამენტი პრეზიდენტის მოთხოვნას, არამედ ის, რომ საზოგადოებამ მიიღოს მისგან დასმულ კითხვებზე პასუხი.    

 "ამ მოწვევის პარლამენტში ყველაფერია შესაძლებელი. მე ვერ გამოვდგები კობახიძისა და "ქართული ოცნების" დამცველად, მაგრამ რეგლამენტი ამას არ ითვალისწინებს, თუმცა შესაძლებელია პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნეს მიღებული. მნიშვნელოვანია, რა მწვავე კითხვაც მე მქონდა, იმაზე პასუხი მივიღოთ, და მივიღო არა მხოლოდ მე, როგორც კითხვის დამსმელმა, არამედ საზოგადოებამ", - განაცხადა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, დეპუტატებს ძალიან არასერიოზულ გარემოში უწევთ მუშაობა და ამ დროს მნიშვნელოვანი პრობლემები გადაუჭრელი რჩება. 

 პრეზიდენტის შემდეგ  სხდომა საპარლამენტო ოპოზიციამაც დატოვა.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა