|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

“ნიკალას მიმალვა” - ქუთაისში დავით კაკაბაძის გალერეაში გამოფენა გაიმართა

 “ნიკალას მიმალვა” ასე ქვია გამოფენას, რომელიც ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის საგამოფენო დარბაზში დღეს გაიხსნა.

 ეს გამოფენა გახდა ერთგვარი გამოხმაურება ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების საფრანგეთში ქალაქ არლში, ვინსენტ ვან გოგის მუზეუმში გამოფენის. 

 ქუთაისის გალერეაში ნიკო  ფიროსმანის  სამი ნამუშევარი ინახება, თუმცა დღეს არცერთი მათგანი  გამოუფენიათ.  პროექტის ავტორის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის დირექტორის ვატო წერეთელის კონცეფციის მიხედვით გამოფენაზე გამოტანილი ნამუშევრები გალერეის ფონდიდან შეირჩა. 

"ნიკალას მიმალვა დაარქვა პროექტის ავტორმა გამოფენას, ჩვენი ფონდებიდან შეირჩა რამდენიმე მხატვრის ნამუშევარი,  მოეწყო ექსპოზიცია სრულიად ახლებური ხედვით. ეს არის მხატვრული ინტერპრეტაცია, სიმბოლური გააზრება იმისა, რომ ქვეყნიდან არის გასული ნიკალა და ჩვენ გამოვფინეთ სხვა მხატვრები", - განმარტა დავით კაკაბაძის გალერეის დირექტორმა  ელისო ჩოგოვაძემ.  

მნახველს გამოფენაზე შეუძლია დაათვალიეროს  დავით კაკაბაძის, სერგო ქობულაძის, ზურაბ ნიჟარაძის,  ვიტალი კაპანაძის, ავთო ვარაზის და ქუთაისელი და იმერელი ცნობილი მხატვრების ნამუშევრები. 

 გამოფენა ქუთაისში ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა