ქუთაისში ნიკეა-ავანგარდის მიტოვებული გზის სამუშაოებს გზების დეპარტამენტი ჩაიბარებს
ქუთაისში, ნიკეა-ავანგარდის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას, რომელიც 2 წლის წინ ქუთაისის მერიამ დაიწყო და მისი ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი გააგრძელებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში სამუშაოების გადაბარებას ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ამ დროისათვის პროექტი არ არსებობს.
"ნიკეა - სულხან საბას გამზირის დამაკავშირებელი გზა, 3 კილომეტრიანია ეს მონაკვეთი, ამის ჯერ პროექტია საყიდელი. პროექტი რომ გვექნება დასრულებული, მერე სამუშაოებსაც განვახორციელებთ"- , განუცხადა საავტომობილი გზების დეპარამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ქარსელაძემ "ნიუპრესს" ინფრასტრუქტურის და რეგიონალური განვითარების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე.
ირაკლი ქარსელაძის თქმით, ქუთაისის გზების მოვლა-შენახვისათვის 7 მილიონი ლარია განსაზღვრული.
ქუთაისში, ჭავჭვაძის გამზირზე მოძრაობის განტვირთვის მიზნით, მერიამ შემოვლითი გზის რეაბილიტაცია 2017 წელს დაიწყო. ნიკეა-ავანგარდის დამაკავშირებელი მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში 7 კომპანია მონაწილოებდა, თუმცა გაიმარჯვა ამხანაგობამ "მშენებელი", რომელმაც სამუშაოების წარმოების უფლება 2 816 448 ლარიან ტენდერში 1 799 999 ლარად მიიღო. კომპანიამ მშენებლობა დაიწყო, თუმცა მალე მიატოვა და არც თანხა დააბრუნა.
ქუთაისის ნიკეა–ავანგარდის დამაკავშირებელი გზის ბუნდოვანი პერსპექტივა [PHOTO]
ავტორი: ნიუპრესი