|
  • EUR 1 = GEL 4.0709
  • USD 1 = GEL 3.4235
|

ნინო თვალთვაძე 2020 წლის "კატო მიქელაძის პრემიის" კანდიდატია

ქუთაისის მერის ყოფილი მოადგილე ნინო თვალთვაძე 2020 წლის კატო მიქელაძის პრემიის ერთ-ერთი კანდიდატია.
ის  ქუთაისის მერის მოადგილის პოსტს 3 წლის განმავლობაში იკავებდა, რა დროსაც ქალაქის ბიუჯეტს  ქალებისა და ბავშვების ხელშეწყობის არაერთი პროგრამის დაფინანსება დაემატა. 
 
ნინო თვალთვაძე ამჟამად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქმიანობს.. ამავდროულად აქტიურად მუშაობს გენდერული თანასწორობის საკითხებზე, მათ შორის ჩართულია ქალთა პოლიტიკური გაძლიერების პროცესში.
"ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ეს ნომინაცია, ჩემი სკოლელის და ჩემი თანაქალაქელის სახელობის, განსაკუთრებით დღეს და ახლა"- აცხადებს ნინო თვალთვაძე.
 

ცნობისთვის, "კატო მიქელაძის პრემია" ქალთა ფონდმა საქართველოში 2013 წელს დააწესა, რომელსაც ყოველწლიურად,  29 ნოემბერს, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს გადასცემს ქალთა უფლებების დამცველ ერთ აქტივისტს საქართველოში.

 
 

ავტორი: ნიუპრესი