|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნიუ-იორკში ქუთაისელი მარიამ მაღლაკელიძის პერსონალური გამოფენა მოეწყო

ქუთაისელმა მარიამ მაღლაკელიძემ  ნიუ-იორკში პერსონალური გამოფენა მოაწყო. “Ground Floor Gallery”  - ასე ერქვა გამოფენას, სადაც 25 წლის მხატვარმა სამშობლოს მონატრების ამსახველი ნახატები წარადგინა.  მარიამის ნამუშევრები უამრავმა დამთვალიერებელმა ნახა.  ნახატები შესრულებულია,ზეთის საღებავებში, აკრილში და პასტელში.

"გამოფენის დღეს მოთოვა, ამის მიუხედავად,  ბევრი ვიზიტორი მოვიდა და რამდენიმე საათი საგამოფენო სივრცე სრულიად გადავსებული იყო. იმდენად დადებითი შეფასებები იყო, რომ ემოციებით ავივსე. ის დეტალები, რომლებიც ჩემს ნამუშევრებში დაინახეს, ძალიან ახლოს იყო ჩემს ფიქრებთან და განცდებთან.  ვფიქრობ, ნამუშევარი შემდგარია, როცა ემოციას აღძრავს და გარკვეულ ზეგავლენას ახდენს ადამიანზე. ამ გამოფენაზე სწორედ ეს ვიგრძენი, რომ დამთვალიერებლებსა და ნამუშევრებს შორის შედგა ემოციური კავშირი, რაც ძალიან მახარებს",- ამბობს მარიამი.

ქუთაისელ მხატვართან ვრცელ ინტერვიუს "ნიუპრესი" მალე შემოგთავაზებთ.

 

ავტორი: ანა ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა