|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნიუპრესი" პრორუსული და ძალადობრივი ორგანიზაციების აქტივობებს არ გააშუქებს

საინფორმაციო სააგენტო "ნიუპრესი", რომელიც მხარს უჭერს ქვეყნის პროდასავლურ კურსს,  აცხადებს, რომ საიტზე არ განათავსებს  ძალადობრივი ორგანიზაციის "ალტ ინფოს" და მის მიერ დაფუძნებული პარტიის აქტივობებს, რომელმაც დღეს პრორუსული ორიენტაციის შესახებ ღიად და დეკლარირებულად განაცხადეს. 

"ჩვენ მზად ვართ არათუ პირდაპირი და უპირობო დიალოგი დავიწყოთ, არამედ ვიმუშაოთ, რომ რუსეთთან დავალაგოთ პარტნიორული და მოკავშირული ურთიერთიობები" - განაცხადა ახლადდაფუძნებული პარტიის "კონსერვატიული მოძრაობა" წარმომადგენლმა. 

შეგახსენებთ. "ალტ ინფო" არის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი 5-6 ივლისის მოვლენების, რომლის დროსაც 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაზარალდა, რამდენიმე დღის შემდეგ კი ტვ. პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული არიან მოძალადეები, თუმცა ორგანიზაცორები არ დასჯილან. 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა