|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნიუპრესის" ჟურნალისტი „ტოლერანტობის პრიზი 2015"-ის გამარჯვებულია

22 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში"  მედიის განვითარების ფონდის, ილიას უნივერსიტეტის და გაეროს ასოციაციის მედია-კონკურსის „ტოლერანტობის პრიზი 2015"-ის  გამარჯვებულები დაასახელეს. 2015 წლის კონკურსზე წარმოდგენილი იყო 42 მონაწილის 79 ნაშრომი - სტატიები, რეპორტაჟები, რადიო გადაცემები, ბლოგები, სიუჟეტები მრავალფეროვნებისა და გენდერის თემაზე. 

 კონკურსის გამარჯვებულები  არიან: 

ტოლერანტობის  პრიზი ბლოგისთვის მრავალფეროვნების საკითხებზე -  თამარ  კურატიშვილი, „ნიუპრესი“ - პუბლიკაციისთვის - „ჩემი შვილი არ არსებობს“.

ტოლერანტობის  პრიზი ეთნიკური მრავალფეროვნების გაშუქებისთვის - ეკა ქევანიშვილი, რადიო „თავისუფლება“   -  რადიო-რეპორტაჟი „საქართველოს იეზიდები“

ტოლერანტობის  პრიზი რელიგიური მრავალფეროვნების გაშუქებისთვის - ზურაბ ვარდიაშვილი და გიორგი ჭეიშვილი -  ჟურნალი ლიბერალი - სტატია „ხეობა ჩრდილში“

ტოლერანტობის  პრიზი  ლგბტ პირების თემების გაშუქებისთვის - ფოტოპროექტი გიორგი და გიორგი, ლიბერალი - ფოტოპროექტი „გიორგი და გიორგი“

ტოლერანტობის  პრიზი გენდერული თანასწორობის საკითხების გაშუქებისთვის - ვიკა ბუკია

საზოგადოებრივი მაუწყებელი -ტელებლოგები „ურჩი ქალები“; „შუშის ჭერი“; „დედობა ბავშვობაში“; გამქრალი გოგონა

ტოლერანტობის  პრიზი რეგიონულ მედიას - ანა მოსიაშვილი, რადიო ჰერეთი - რადიობლოგი - „ მინდა ვიცხოვრო საზოგადოებაში, სადაც ბავშვები ბავშვებს არ აჩენენ“

ტოლერანტობის  პრიზი ბლოგისთვის მრავალფეროვნების საკითხებზე -  თამარ  კურატიშვილი, ნიუპრესი - ბლოგი: "ჩემი შვილი არ არსებობს"

ტოლერანტობის  პრიზი მრავალფეროვნების საკითხებზე მედია პროდუქციისთვის - გიორგი გვიშიანი, რუსთავი 2 - სიუჟეტი „ქართული ნაციზმი“

ტოლერანტობის სპეციალური პრიზი - ნასტასია არაბული - „ჟურნალი  მასწავლებელი“. 

საკონკურსო ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: ელენა ბედველი - ბლუმბერგის კორესპონდენტი კავკასიაში; თამარ გურჩიანი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბექა მინდიშვილი,  სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი; ნინო რობაქიძე - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო; რუსუდან გოცირიძე,  ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესია;   რუსუდან ჭანტურია - საქართველოს გაეროს ასოციაცია; ქეთევან მსხილაძე - მედიის განვითარების ფონდი.

 ღონისძიება ორგანიზებულია "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

 

   

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა