|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტროტუარების შეკეთება ქუთაისის მერიისათვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს (Photo)

ქუთაისში მოუწესრიგებელი ტროტუარები  პრობლემებს უქმნის ქვეითად მოსიარულეებს. დაზიანებული  გზების შეკეთება „ორმოული შეკეთების“ პროგრამის ფარგლებში ხდება, ტროტურებთან  მიმართებაში კი მსგავსი პროგრამა  არ არსებობს.  უყურადღებოდ მიტოვებული ქუჩები ადგილობრივების გარდა  უარყოფითად განაწყობს ქალაქის სტუმრებს. მაშინ, როცა ქალაქს აქცენტი აქვს აღებული ტურისტების მოზიდვის  მიმართულებით, აღსანიშნავია, რომ ისინი ქალაქის ქუჩებში  ფეხით გადაადგილდებიან.

ქუთაისის მერის მოადგილე ნოდარ მიქიაშვილი ადასტურებს, რომ  მათ მიერ ყურადღება ავტომობილების სავალი ნაწილის მოწესრიგებას ეთმობა, ქვეითებისათვის განკუთვნილი სავალი ნაწილი კი უყურადღებოდ რჩება. 

"საკმაოდ  ძვირადღირებული სიამოვნებაა ტროტუარების სრულად შეკეთება. ამისათვის მცირედი თანხები იყო გათვალისწინებული 2015 წელს,  2016 წელს გამოცხადებულ „ორმოული შეკეთების“ ტენდერებში გათვალისწინებულია ტროტუარების შეკეთება. ჩვენ ვთვლით, რომ უფრო პრიორიტეტული ამ შემთხვევაში იყო გზა და როდესაც გზის შეკეთებებს დავასრულებთ, შემდეგ დავიწყებთ ტროტუარებს",- განუცხადა მან "ნიუპრესს".

ქალაქის მერის მოადგილის განმარტებით, ამ ეტაპზე რიონის მარჯვენა სანაპიროს მოწესრიგებაა დაგეგმილი, რომელიც მოსახლეობისათვის საფრთხის შემცველია. მასთან ერთად  იგეგმება "ჯაჭვის  ხიდის" კაპიტალური რემონტი. 

"ერთი ტროტუარის პროექტირება მიმდინარეობს, რომელიც მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველია. ეს არის რიონის მარჯვენა სანაპიროს ტროტუარი - ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიიდან "ჯაჭვის ხიდამდე". როგორც კი დასრულდება პროექტირება,  დაიწყება ხიდის  კაპიტალური რემონტი. დანარჩენი, რა თანხებიც გვექნება მობილიზებული, მოვახდენთ  ტროტუარების შეკეთებას, თუმცა ამას არ ექნება მასიური ხასიათი",- აღნიშნა მიქიაშვილმა.

 

 

  

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა