|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მესხიშვილის თეატრში ევა ხუტუნაშვილის საიუბილეო სპექტაკლი გაიმართება

წელს საქართველოს დამსახურებული არტისტის ევა ხუტუნაშვილის საიუბილეო წელია. არაერთი ჯილდოსა და აღიარების მქონე მსახიობს 70 წელი შეუსრულდა.  მისი საიუბილეო საღამო მესხიშვილის თეატრში 7 დეკემბერს გაიმართება.

მსახიობის თქმით, სპექტაკლს რეჟისორობას თავად გაუწევს.  ევა ხუტუნაშვილი მაყურებელს მის მიერ განვლილ შემოქმედებით გზას მონო სპექტაკლის სახით წარუდგენს. 

ევა ხუტუნაშვილის დებიუტი ქუთაისის თეატრში შედგა, სცენაზე ყველაზე ხშირად მისი პარტნიორები ანზორ ხერხაძე და ერემო სვანაძე იყვნენ.

მსახიობს მესხიშვილის თეატრში 100-ზე მეტი როლი აქვს ნათამაშები. თეატრში მოღვაწეობის პარალელურად გადაღებულია ფილმებში: „რეკორდი“- (ცუცა), „ბათა ქექია“ (სალომე),  „მშობლიურო ჩემო მიწავ“ (ასმათ იაშვილი), „სოფლის აშიკი“, „აქედანა და შენამდე“, „მეცამეტე გოჭი“, სატელევიზიო სპექტაკლებში: „სოფლის აშიკი“, „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“, „ქამუშაძის გაჭირვება“.

ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ პირველი ვარსკვლავი 2009 წელს ევა ხუტუნაშვილს გაუხსნეს. 

 

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე