|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის გარდამავალი თასი ერთი დღით ქუთაისს ეწვია

საჭადრაკო ოლიმპიადის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჯილდოს „ნონას თასის“ საქართველოში მოგზაურობა გრძელდება. 
მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის და ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის გარდამავალი თასი ერთი დღით ქუთაისს ეწვია. 

ღონისძიებას ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჩხიკვაძე და ავტოქარხნის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ კვიცარიძე დაესწრნენ. 


ქალაქის ცენტრალურ ბულვარში მოეწყო საჭადრაკო ვიქტორინა და სხვადასხვა ბლიც-თამაშები. ქუთაისელ ნორჩ მოჭადრაკეებს საერთაშორისო ოსტატი ნანა იოსელიანი, ასევე ქუთაისის საკრებულოს წევრები შეხვდნენ.

ღონისძიების ორგანიზატორი ჭადრაკის ფედერაცია და ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაა.

ნონა გაფრინდაშვილის გარდამავალ თასს მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადაზე მამაკაცთა და ქალთა გუნდებში საუკეთესო შედეგის მქონე ქვეყანა მოიპოვებს, მანამდე კი მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის თასი საქართველოს ყველა რეგიონს მოივლის.

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ 1997 წელს მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ქალის, ქართველი მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის თასი დააწესა, რომელიც საჭადრაკო ოლიმპიადებზე მამაკაცთა და ქალთა გუნდებში ჯამში საუკეთესო შედეგის მფლობელ ქვეყანას გადაეცემა.

1998 წლიდან ნონა გაფრინდაშვილის გარდამავალი თასი სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა