|
  • EUR 1 = GEL 3.4655
  • USD 1 = GEL 3.06
|

"ნორმალურ გარემოში რომ შეგვეძლოს ვარჯიში, პირველობას არავის დავუთმობდით"

ქუთაისელმა სპორტსმენებმა მშვილდოსნობაში ვერცხლის მედალი მოიპოვეს. გამარჯვებული  ჯაბა მოსეშვილია. ქუთაისის მერიის სპორტული ააიპის ფარგლებში არსებული მშვილდოსნობის  სკოლის მოსწავლეები საქართველოს ჩემპიონატზე, თბილისში იბრძოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის მშვილდოსნობის სკოლაში  არახელსაყრელ პირობებში უწევთ ვარჯიში,  სპორტსმენებმა მაინც მოახერხეს მოწინავე პოზიციაზე ყოფნა.

"შეჯიბრი 27 -ში დაიწყო და დღეს დასრულდა. ჩვენმა წარმომადგენელმა 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. უკეთესი პირობებსა და ნორმალურ გარემოში რომ შეგვეძლოს  ვარჯიში, პირველობას არავის დავუთმობდით",- განაცხადა ქუთაისის მშვილდოსნობის ნაკრების მთავარმა მწრთვნელმა ელდარ არველაძემ.

მშვილდოსნობის სკოლა "დინამო" სტადიონის ბაზაზე ფუნქციონირებს. შენობა მერიის სპორტულ ააიპს იჯარით აქვს აღებული და იქ სპორტის რამდენიმე სახეობაში ტარდება გაკვეთილები. 1930 წელს აგებულ შენობაში განადგურებულია ინფრასტრუქტურა. ჭერიდან კი წყალი ჩამოდის, რის გამოც ბავშვები, განსაკუთრებით კი ზამთრის პირობებში, ვერ ვარჯიშობენ. მიუხედავად ამისა სპორტსმენები მაინც  წარმატებებს აღწევენ.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი