|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

,,ნუ მოკლავ ჭიათურას"- მდუმარე აქციის მონაწილეები ქალაქში არსებულ მდგომარეობას აპროტესტებენ

 ,,ნუ მოკლავ ჭიათურას" - ამ სახელწოდებით  მდუმარე აქცია მუნიციპალიტეტში, მერიის შენობის  წინ  გაიმართა. 

 აქციის მონაწილეებმა ფოტოები გამოფინეს, სადაც ასახულია მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა,  მათ შორის  შეჩერებული საბაგიროების, ასევე იმ სოფლების ფოტოები,  სადაც ღია კარიერული წესით მანგანუმის მოპოვება ხდება. 

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი უიმედობას და ქალაქის ხელოვნულად  გაჩერებას აპროტესტებენ.

"ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოექცე ქალაქს, დღევანდელი აქცია არის გამაფრთხილებელი აქცია, რომლის მიზანია, ადამიანები  დაფიქრდნენ,  რომ სიკვდილის ტოლფასია ის, რაც ამ ფოტოებზეა ასახული" , - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნოდარ ჩაჩანიძემ. 

აქციის ორგანიზატორია მმართველობის მონიტორინგის ცენტრი და საზოგადოებრივი მოძრაობა ,,მომავლის ჭიათურა".

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა