|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნუკრი კაპანაძე ქუთაისელ ბავშვებთან ერთად საშობაო კონცერტს გამართავს

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის კონცერტი “საშობაო ამბავი" გაიმართება.

კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მომღერალი ნუკრი კაპანაძე მიიღებს, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივითა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით მოეწყობა.
"ნუკრი კაპანაძესთან ერთად ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი პირველად აკეთებს ერთობლივ პროექტს, ორიგინალური სცენარით.   ვფიქრობ ნებისმიერ მსურველს შევუქმნით საშობაო განწყობას, დასწრება უფასოა“ -აღნიშნა ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა ნატალი პატარიძემ.

კონცერტში მონაწილეობას ასევე ახალგაზრდული ცენტრის საბალეტო და ვოკალური სტუდიები მიიღებენ.

 კონცერტი 8 იანვარს გაიმართება.

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა