|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ოცნება" იგებს - გრანდიოზული შოუ ოზურგეთში (R)

ქალაქ ოზურგეთში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ მხარდამჭერი კონცერტი მოაწყო, რომელშიც მონაწილეობა თემო მჟავიამ, ფაქომ (ლევან გოგორელიანი), ნინი გოგიჩაიშვილმა, სალომე ბაკურაძემ, ნათია დუმბაძემ, ნუცა ბუზალაძემ, თიკა მახალდიანმა და "Funky House Band"-მა მიიღეს.

„ჩვენმა ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ოზურგეთისთვის ძალიან მაგარი კონცერტი მოაწყო. ჩვენ 8 ოქტომბერს აუცილებლად გავიმარჯვებთ და ოზურგეთი გადავა სწრაფი განვითარების ეტაპზე, რომელსაც ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს 9 ოქტომბრიდან ექნება მშვიდი, სტაბილური განვითარების შესაძლებლობა“ - განაცხადა კონცერტის დასრულების შემდეგ არჩილ თალაკვაძემ. კონცერტის თანაორგანიზატორი ცნობილი ამერიკული კომპანია "Basla Productions" გახლდათ. ღონისძიება გრანდიოზული ფეირევერკით დასრულდა.

https://www.wetransfer.com/downloads/b1fa29cdfdb0c59dff796fc47681bbd820161004102104/9945de1e8f204ca175a668a4e558a56620161004102104/875051

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა