"გიორგი ჭიღვარიას სასარგებლოდ მუშაობა დაგვავალეს"-"ოცნების" აქტივისტები
როგორც "ქართული ოცნების" აქტივისტები აცხადებენ, პარტიაში გიორგი ჭიღვარიას სასარგებლოდ მუშაობა დაავალეს. მათი ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნებში ქუთაისის მერის პოსტზე "ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერის გიორგი ჭიღვარიას კანდიდატურის დასახელება გადაწყვეტილია.
"ნიუპრესი" შეეცადა აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას, გიორგი ჭიღვარია ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. პრესსამსახურის ინფორმაციით, ის თბილისში იმყოფება. ვიზიტი, სავარაუდოდ, საარჩევნო საკითხებს უკავშირდება.
თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის ბოლოს გაიმართება. ზუსტი თარიღი აგვისტოს ბოლოს გახდება ცნობილი, შესაბამისად, წინასარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შევა. ჯერჯერობით ქუთაისში მერობის კანდიდატი არცერთ პარტიას დაუსახელებია.
ავტორი: ნიუპრესი