|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ოკუპირებულ კვაისაში ამასობაში სამხედრო ქალაქი გააშენეს რუსებმა -დავით ქაცარავა

ოკუპირებულ კვაისაში ამასობაში სამხედრო ქალაქი გააშენეს რუსებმა - წერს სოციალურ ქსელში ანტიოსაოკუპაციო მოძრაობის წევრი დავით ქაცარავა. 
 მისი განმარტებით,  ასეთი დონის და მასშტაბის საოკუპაციო ბაზა ფაქტობრივად მხოლოდ ცხინვალშია. 
 
"როდესაც ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლებს ვუსვამ კითხვას, თუ რატომ არ დგანან ძალოვნები მცხეთა-მთიანეთში, ზემო იმერეთსა და რაჭაში, პასუხი მხოლოდ მხრების აჩეჩვაა.
ეს კი ოკუპირებული ქვაისაა, რომელიც ეკუთვნის ონის მუნიციპალიტეტს და ონიდან
სულ რაღაც 15-20 კმ ში მდებარეობს.
თუ დაგუგლავთ "კვაისას", ვიკიპედია ამოგიგდებთ საკმაოდ მწირ ინფორმაციას, მაგრამ 2 ძალზედ მნიშვნელოვან პუნქტს იპოვით - 1. თურმე კვაისას ინფრასტრუქტურა დანგრეულია. 2. კვაისაში სპილენძის და თუთიის საბადოებია.
ოკუპირებულ კვაისაში კი ამასობაში სამხედრო ქალაქი გააშენეს რუსებმა.
ესეთი დონის და მასშტაბის საოკუპაციო ბაზა ფაქტობრივად მხოლოდ ცხინვალშია მხოლოდ.
თქვენც კითხეთ ძალოვნებს და ქოც-ხელუსუფალთ - რატომ არ დგანან შესაბამისი სტრუქტურები რაჭაში და რატომ არ პატრულირებენ ოკუპაციის ხაზთან?
რამხელა ტერიტორია დაუთმო ხელისუფლებამ "შიშის ზონების" სახით რაჭაში, ამაზე ცალკე მოგიყვებით"-წერს ქაცარავა სოციალურ ქსელში.
 ცნობისთვის,  ცოტა ხნის წინ დავით ქაცარავამ ფეისბუკზე დაწერა, რომ მისი მანქანა დააზიანესდა სათვალთვალო აღჭურვილობა წაიღეს. 

 "მანქანა გამიტეხეს გამთენიისას. მოიპარეს ჩვენი აღჭურვილობა. ერთი რაცია საბურავთან მოგვიგდეს... რამე "გზავნილია", ბიჭებო?"  - წერს ქაცარავა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა