|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ოლიმპიურ ჩემპიონს დავით ხახალეიშვილს გულის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა

 ოლიმპიურ ჩემპიონს დავით ხახალეიშვილს ჯანმრთელობის უმძიმესი პრობლემა შეექმნა, მას გულის მძიმე დაავადება დაუდგინდა. ვეტერანი ძიუდოისტის გადასარჩენად ურთულესი ოპერაცია, გულის გადანერგვა გახდა საჭირო. სპორტსმენს ოპერაცია გუშინ, მინსკში ჩაუტარდა, რომელიც 8 საათის განმავლობაში გაგრძელდა. ოპერაცია წარმატებით დასრულდა.

ოჯახის ინფორმაციით, სპორტსმენის მდგომარეობა საიმედოდ სტაბილურია. ხახალეიშვილმა, ბელარუსიის დედაქალაქ მინსკში საოპერაციოდ გამგზავრების წინ საკუთარ ფეისბუქგვერდზე მადლიერება გამოხატა ყველას მიმართ; - „თქვენ მე სიცოცხლის შანსი მომეცით, ჩემს ოჯახს იმედი ჩაუსახეთ!"-წერს ჩემპიონი.

შეგახსენებთ, ქუთაისელ ფალავანს ჯანმრთელობის  პრობლემები შეექმნა, რის გამო აუცილებელი გახდა სამკურნალოდ მისი საზღვარგარეთ წაყვანა. საჭირო თანხის შესაგროვებლად მისი მეგობრები და საზოგადოების წარმომადგენლები გაერთიანდნენ. მკურნალობის ხარჯები ფონდმა „ქართუმ“ გაიღო. თავის მხრივ, ფინანსური შეღავათი გაწია ბელარუსულმა მხარემაც – საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით, საქმე ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ყურამდე მივიდა.ლუკაშენკომ საკუთარი ფონდიდან 58 ათასი ამერიკული დოლარი გაიღო ხახალეიშვილის ოპერაციის შემდგომი სარეაბილიტაციო პერიოდის ხარჯების დასაფარად.

ავტორი: ანა ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა