|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ თანამდებობა დატოვა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ თანამდებობა დატოვა. არაებული ინფორმაციით, წასვლის შესახებ განცხადება დაწერა მისმა მოადგილემაც, დიმიტრი საყვარელიძე.

რა გახდა თანამდებობების დატოვების მიზეზი, უცნობია.

ამ დროისთვის ასევე უცნობია, ვინ შეასრულებს მერის მოვალეობას.

 ემზარ საბანაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის კახა საბანაძის მამაა. მისი საქმიანობა არაერთხელ მოექცა მედიის ყურადღების ქვეშ.

 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ თანამდებობები დატოვეს თერჯოლის მერმა და მისმა მოადგილემაც.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა