|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ონის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ოთხი კი მძიმედ დაშავდა.
შემთხვევა გუშინ დემეტრე მეორის ქუჩაზე მოხდა. მაღალი სიჩქარით მოძრავი მერსედესი საპირისპიროდ მოძრავ ავტომობილს შეეჯახა. შეჯახების შედეგად მერსედესში მყოფი ერთი მგზავრი გარდაიცვალა.
42 წლის კაცი ონში ოჯახთან ერთად ქირით ცხოვრობდა. დაშავებულები ონის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ პირველადი დახმარება ჩაუტარდათ, რის შემდეგაც ქუთაისში რეანომობილებით გადაიყვანეს.
ექიმის ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა და მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნებათ.
გავრცელებული ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ პირებს მერსედესის მარკის ავტომობილი მფლობელის ნებართვის გარეშე ყავდათ წაყვანილი, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. უკვე დაიკითხა ავტომობილის მფლობელი.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა