|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ოპოზიცია წყალტუბოს ბიულეტენების გადათვლას მოითხოვს

ოპოზიცია წყალტუბოს ბიულეტენების გადათვლას მოითხოვს. ოპოზიციის მტკიცებით, ლოტოტრონით არჩეული ხუთი უბნიდან სამის შედეგები გაყალბებულია და არ დაემთხვა ოქმებში ჩაწერილ ციფრებს, ორ უბანზე კი ოპოზიციამ გაიმარჯვა.  აქედან ერთ უბანზე ოპოზიციამ იმდენი ხმით გაიმარჯვა, რამდენითაც შემაჯამებელი ოქმის მიხედვით აგებდა.

ამას ემატება ისიც, რომ წყალტუბოში 3900 ბიულეტინი ბათილად იქნა ცნობილი, რაც ამომრჩევლის 15 პროცენტს შეადგენს და აღრმავებს ეჭვებს გაყალბებასთან დაკავშირებით. ამიტომ ოპოზიცია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ყველა უბნის გადათვლას მოითხოვს.

 მათი მტკიცებით, ეს შეცვლის მუციციპალიტეტში ძალთა ბალანსს, რაც შეეხება მერობის ნაწილს, წყალტუბოში მეორე ტური გაიმართება.  

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა