|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ოპოზიციის აქციაზეც დგანან ყოფილი საჯარო მოხელეები, თუ ეს არაა პრობლემა, აქ რა დაინახეს?"

"მათი ოფისი ცენტრალურ ქუჩაზეა და თუ ვინმე საჯარო მოხელე მოხვდა შემთხვევით, ამაზე ვერაფერს ვიტყვი"-განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა გიორგი ჭეიშვილმა. ის გუშინ განვითარებულ მოვლენებს აფასებს და ამბობს, რომ ოპოზიციის მიმართ გაბრაზება თავად ოპოზიციის ქმედებამ გამოიწვია.

"ყველაფერი დაიწყო მათგან, მოვიდნენ, მოიტანეს მათი სიმბოლო ბოქლომები, რაზეც გამოთქვებს ჩვენმა თანამშრომლებმა პროტესტი, აქ მოხდა დაპირისპირება, დაზიანდა ქონება. ამის შემდეგ, მხარდმაჭერები მივიდნებ "ნაციონალების" ოფისთან და გამოხატეს პროტესტი, რადგან ის ადამიანები, რომლებიც მოსახლეობას და საჯარო მოხელეებს ყელში ამოუვიდათ, ისევ ხმას იღებენ და გასაპროტესტებლად მოდიან ჩვენს ოფისებში. ჩვენ არ მიდივართ მათთან, მაგრამ არ გვანებებენ თავს, ეს იყო სამსახურის დასრულების შემდეგ. მათი ოფისი ცენტრალურ ადგილზეა და თუ ვინმე, საჯარო მოხელე მოხვდა შემთხვევით, ამაზე ვერაფერს ვიტყვი. ოპოზიციის აქციაზე დგანან პარლამენტარები, ყოფილი საჯარო მოხელეები და ამაში თუ არაა პრობლემა, აქ რა დაინახეს? ეს ხალხი ამოუვიდა ყველას ყელში", -განაცხადა გიორგი ჭეიშვილმა.

ჭეიშვილი განცხადებაის პასუხად, რომ დარბევაში ადამიანების ფულის სანაცვლოდ მონაწილეობდნენ, პასუხობს, რომ ამას მტკიცებულება ჭირდება. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას სიის შესახებ, აცხადებს, არ ყოფილა სია და უბრალოდ, ორი ადამიანი  საუბრობდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა