|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ოპოზიციის საპროტესტო აქცია რეგიონებში დღეს ქუთასიიდან იწყება

ოპოზიციის საპროტესტო აქცია რეგიონებში ქუთასიდან დღეს იწყება. ოპოზიციის წარმომადგენლები კიკვიძის სკვერში 14. 00 საათზე შეიკრიბებიან, საიდანაც რუსთაველის გამზირზე მსვლელობით ქალაქის ცენტრალური მოედნისაკენ გამოემართებიან. 

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, მათი მსვლელობა მშვიდობიანი იქნება და ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაპირისპირებისაგან თავი შეიკაონ. 

ოპოზიციის მიერ დაგეგმილ მსვლელობას ახალგაზრდული სამოქალაქო მოძრაობის "შეცვალეს" წევრებიც შეუერთდებიან. ისინი ოპოზიციის მოთხოვნებს იზიარებენ და აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოება მოატყუა, რაზეც პასუხი უნდა აგოს. 

აქციას  ასევე "დატოვე პარლამენტი ქუთაისში" წარმომადგენლები  უერთდებიან.

მმართველო პარტიაში აცხადებენ, რომ მათი მხრიდან კონტრაქცია არ იგეგმება.

 

ავტორი: ნიუპრესი