|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ორ-სამ კვირაში, სავარაუდოდ, ყველა შეზღუდვა მოიხსნება - თენგიზ ცერცვაძე

ორ-სამ კვირაში, სავარაუდოდ, ყველა შეზღუდვა მოიხსნება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა და კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ  საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ცვლილებები განიხილება კომენდანტის საათის მხრივ და ეტაპობრივად სხვა შეზღუდვებიც მოიხსნება.

ინფექციონისტის ინფორმაციით, ყოველ კვირაში ახალი შემსუბუქება განიხილება. 

"შეზღუდვების მოხსნა დაწყებულია და სადღაც ორ-სამ კვირაში დამთავრდება, სავარაუდოდ, ყველა შეზღუდვა მოიხსნება. მთავარია, რომ უკან დაბრუნება არ მოგვიწიოს, ხელახლა შეზღუდვების დაწესება არ მოგვიხდეს, როგორც ეს ევროპის ბევრ ქვეყანას მოუწია. არ უნდა მივეცეთ თვითდამშვიდებას, რაც ერთხელ მოგვივიდა ზაფხულში. ის, რომ ახლა მდგომარეობა სტაბილურია, მე ვიტყოდი პირდაპირ — კარგია, ეს არ უნდა იყოს თვითდამშვიდების საგანი და ის, რაც მოსახლეობამ ასე თუ ისე გაითავისა მაღალი პასუხისმგებლობა და პრევენციული ზომების დაცვის აუცილებლობა, მხედველობაში მაქვს პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ჰიგიენა. აი, ამაზე ერთი წუთითაც არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება", — განაცხადა ცერცვაძემ.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან ის, ასევე, აღნიშნავს, რომ პირბადის ტარება ინფექციის გადაცემის პრევენციისათვის ბევრად უფრო ეფექტური საშუალება გამოდგა, ვიდრე ჯანდაცვის მუშაკებს ეგონათ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა