|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მდინარე ოღასკურას ნაპირსამაგრი სამუშაოები, შესაძლოა, თბილისურმა კომპანიამ შეასრულოს

ქ. ქუთაისში,  მდინარე ოღასკურას კალაპოტის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით განმეორებით გამოცხადებულ ტენდერზე წინადადებების მიღება დასრულდა. ამ ეტაპზე წინადადებების შერჩევა- შეფასების პროცესი მიმდინარეობს.  საჯარო განაცხადი კომპანიამ  შპს ელიტ ბილდერს გრუპმა გააკეთა, რომელიც  სამუშაოების შესრულებისათვის 582 001 ლარის მოთხოვნა დააფიქსირა.  კომპანია  თბილისშია რეგისტირებული და სხვადასხვა ტიპის სამუშაოები აქვს შესრულებული.

როგორც გაირკვა, ტენდერში მონაწილეობას კიდევ ერთი კომპანია შპს კონსტანტა იღებდა. აღნიშნული კომპანიაც თბილისშია რეგისტირებული. მან სამუშაოს შესრულებისათვის იგივე მოთხოვნა დააფიქსირა.

ტენდერის პირობების მოთხოვნით, კომპანიას ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება ბოლო 3 წლის განმავლობაში  უნდა ქონდეს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, შპს ელიტ ბილდერს გრუპს დისკვალიფიკაცია მიეცა.

 შეგახსენებთ, აღნიშნული სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერი ერთხელ უკვე ჩავარდა. ამ ჯერზე  თუ რომელი კომპანია გამოცხადდება გამარჯვებულად, ეს რამდენიმე დღეში გაირკვევა. 

ტენდერის პირობების მიხედვით, ოღასკურას ნაპირსამაგრი სამუშაოები  ივ. ჯავახიშვილის ქუჩიდან №32 საჯარო სკოლამდე მონაკვეთზე ჩატარდება. კომპანიას სამუშაოს შესრულებისათვის ერთი წლის ვადა აქვს.

შეგახსენებთ, მდინარე ოღასკურა ადიდების პერიოდში ქალაქის მნიშვნელოვან ტერიტორიას ტბორავს.

 

მდინარე ოღასკურას კალაპოტის მოწყობისათვის 582 001 ლარი დაიხარჯება

მდინარე ოღასკურას კალაპოტის მოწყობის სამუშაოების ტენდერი ჩავარდა

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა