|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ორი კრიმინალი ჭიღვარია-მურღულია ზურაბიშვილის დასახმარებლად გაერთიანდა"

ორი კრიმინალი, ჭიღვარია-მურღულია  ზურაბიშვილის დასახმარებლად გაერთიანდა - ამგვარად ეხმიანება "ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის ყოფილი მერის საარჩევნო შტაბში დაბრუნებას.

საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის გია უკლებას განცხადებით, საარჩევნოდ მოქმედი და ყოფილი მერები, რომლებსაც ერთმანეთში პრობლემები აქვთ, გაერთიანდნენ. მან ასევე მურღულიას და ჭიღვარიას შეცდომებიც გაიხსენა. 

"ამ დღეებში გავიგეთ, რომ წინა მერი შოთა მურღულია დაუბრუნდა "ქართული ოცნების" შტაბს "ძველი გვარდიის" სახით.  მინდა ვთქვა, ეს არის არა ძველი, არამედ კრიმინალური გვარდია. მურღულიას "საქმენი საგმირონი" კარგად გვახსოვს, პირველ რიგში, ლადო ასათიანის ქუჩაზე, რომლის რეაბილიტაციაც 2015 წელს დაიწყო და დაუსრულებელია, მეტიც, პროკურატურაშია საქმე აღძრული ამის თაობაზე.  ასევე,  სოციალური საცხოვრისი, რომლის მშენებლობაზეც 4 მილიონი დაიხარჯა და რომელიც დანგრევის პირასაა.  ასე რომ ძველი და ახალი კრიმინალები წარმოგვიდგნენ "ქართულ ოცნებაში" სალომე ზურაბიშვილის შტაბში.  თუმცა,  მინდა ვთქვა, რომ მეორე ტურში გაერთიანებული ოპოზიციის უპირატესობა იქნება მეტი. რაც შეეხება ახლანდელ მერს, გიორგი ჭიღვარიას კარგად ვხედავთ, მის ნამოღვაწარს, დაწყებული "თეთრი ხიდიდან", რომელზეც ლექსიც ვერ დაწერეს, ამას წინათ იაკობ და ნიკო ნიკოლაძეები აერიათ. დღევანდელი მერი არის სრული უწიგნური და  წარმოდგენა არ აქვს ქუთაისის ისტორიაზე. ჭიღვარია-მურღულია ტანდემში იმუშავებენ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ და ეს ორი კრიმინალი, ასე ვთქვათ, გაერთიანდა რომლებიც აქამდე გადაკიდებული იყვნენ ერთმანეთზე და პრობლემებიც ქონდათ, თუმცა, როგორც ბიძინა ივანიშვილს უყვარს თქმა, მან დაალაგა ეს ყველაფერი  და გააერთიანა ორი პერსონა და მათ შტაბს ქუთაისში ლილუაშვილთან და სხვა ყაჩაღებთან ერთად მიხედავენ. ასე რომ დღეს გვაქვს ჩვენ ჯგუფი "ქართული ოცნების" სახით, რომელიც არის ნაგავი და რომელიც გასატანია ქვეყნიდან,  ამას ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანთ ამ არჩევნებით", -განაცხადა გია უკლებამ.

შეგახსენებთ, "თეთრ ხიდზე" ლექსის ავტორები აერიათ. რასაც საზოგადოების უკმაყოფილება მოყვა. მოგვიანებით მერიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ბოდიში მოიხადა და განმარტა, რომ ტექნიკური შეცდომა გამოსწორდება. 

"თეთრ ხიდზე" ტერენტი გრანელის ლექსის ავტორად კოლაუ ნადირაძე მიუთითეს

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა