|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ორპალატიანი პარლამენტის საკითხს სამუშაო ჯგუფმა მხარი არ დაუჭირა

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის წევრთა უმრავლესობამ ორპალატიანი პარლამენტის ამოქმედების საკითხი განიხილა და მხარი არ დაუჭირა.
ორპალატიანი პარლამენტის შექმნა და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლის ამოქმედება დღევანდელ შეხვედრაზე მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. საკითხი კონსტიტუციონალისტმა ავთანდილ დემეტრაშვილმა დასვა.
ორპალატიანი პარლამენტის საკითხზე ჩატარდა სარეიტინგო კენჭისყრა, რომლის შედეგად მის წინააღმდეგ ხმა კომისიის 12-მა წევრმა მისცა, მომხრე იყო კომისიის ხუთი წევრი, ხოლო სამმა თავი შეიკავა.

საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის მიერ განხილული საკითხზე რამდენიმე დღის წინ ისაუბრა "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ადა მარშანიამ. მან განაცხადა, რომ პარლამენტის თბილისში გადატანის საკითხზე ყველა წევრმა თანხმობა განაცხადა. თუმცა მოგვიანებით აღნიშნა, რომ პარლამენტთან დაკავშირებით განცხადება არასწორად იქნა გაგებული.

“პარლამენტის ადგილსამყოფელი დაკავშირებულია კონსტიტუციასთან. ჩვენ თუ ვთანხმდებით და იდეაა, რომ კონსტიტუციის მეოთხე მუხლი გავაუქმოთ და ორპალატიანი პარლამენტი შევქმნათ, მაშინ, ლოგიკური და სწორი იქნება, რომ ერთ-ერთმა პალატამ ქუთაისში იმუშაოს, მეორემ – თბილისში”, – განაცხადა მარშანიამ.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა