|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ორთოპედიული სამუხლეები

კომპანიაახალი ხედვამომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის სამუხლეებს სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში ხელმისაწვდომ ფასად საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი, ექსკლუზიური ბრენდების - მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger სამუხლეებს შეხვდებით.   პროდუქცია ყველა ზომაშია ხელმისაწვდომი, ფასები კი 20 ლარიდან 385  ლარამდე  მერყეობს. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

  • მარტივი მუხლის დამჭერი - გამოიყენება რბილი ქსოვილების დაზიანების დროს. მუხლის სახსარს ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციაში ეხმარება და უზრუნველყოფს თბორეგულაციას. არსებობს როგორც დახურული, ასევე ღია, კვირისტავის დამცავი სილიკონით.
  • მუხლის დამჭერი ბალიშით - კვირისტავს და მის ირგვლივ არსებულ ქსოვილებს დაზიანებისგან იცავს. ეფექტურია განსაკუთრებით სპორტული აქტივობების დროს.
  • სტანდარტული მუხლის ფიქსატორი - მუხლის სახსარს ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციაში ეხმარება და დაზიანებისგან იცავს. გამოიყენება ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ. გარდა ამისა, იდეალური საშუალებაა მენისკის გახევის, მუხლის სახსრის ბურსიტისა და წინა ჯვარედინი იოგის დაზიანების დროს.

ორთოპედიულ სამუხლეებს ხშირად გამოიყენებენ მყესებისა და იოგების დაზიანების, ოსტეოართრიტისა და მენისკის დაზიანების დროს. მუხლის ტკივილი ხშირი ჩივილია, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანში შეიძლება შეგვხვდეს. ეს პრობლემა შესაძლოა ისეთი დაზიანების გამო გაჩნდეს, როგორიცაა: იოგის გახევა ან ხრტილის დაზიანება, დაავადებები, როგორიცაა: ართრიტი, ნიკრისის ქარი ან ინფექციები. ამ პრობლემების დროს პაციენტებს ხშირად უნიშნავენ სამუხლეებს. ამ პროდუქციის შეძენა მთელი ქვეყნის მასშტაბით კომპანია “ახალი ხედვის” თბილისის, გორის, ქუთაისისა  და ბათუმის ფილიალებშია შესაძლებელი. სასურველი სამედიცინო ნივთის შეძენა, როგორც მაღაზიებში, ასევე ონლაინ რეჟიმში, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირების შემდეგ არის შესაძლებელი. „ახალი ხედვის“ პროდუქციას   საქართველოს ნებისმიერ რეგიონში შეკვეთიდან უმოკლეს ვადაში მიიღებთ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა