|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

23 წლის სალომე გვასალიას გარდაცვალებაში ახლობლები ექიმს ადანაშაულებენ

ორთვიანი კომის შემდეგ 23 წლის სალომე გვასალია გარდაიცვალა. გარდაცვლილის ახლობლები ქუთაისის ინტერვნციული მედიცინის ცენტრთან შეიკრიბნენ. ისინი დაუდევრობაზე საუბრობენ და ექიმის პასუხისმგებლობას მოითხოვენ.

მათი თქმით, ოპერაცია არასწორად გაკეთდა. პაციენტს გული გაუჩერდა და მას მეორე ოპერაცია დასჭირდა. მიუხედავად ამისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ოჯახი მომხდარში ექიმს ადანაშაულებს და მისი უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვენ.

ოჯახის წევრები საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას მოითხოვენ. ინტერვენციული მედიცინის ცენტრის იურისტის თქმით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. საქმეში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტრის რეგულირების სააგენტო და ამის მიხედვით დადგინდება ადგილი ქონდა თუ არა დაუდევრობას.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა