|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ოთარ დანელიამ ამბროლაურში მშენებარე ფერმა დაათვალიერა (R)

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და კომპანიის „ბლაუენშტაინ საქართველო“ ხელმძღვანელ ირაკლი კერვალიშვილთან ერთად ამბროლაურის რაიონის სოფელ ხიმში შეღავათიანი აგროკრედიტით დაფინანსებული ახალი ფერმის მშენებლობა დაათვალიერა.

კომპანიის „ბლაუენშტაინ საქართველო“ ხელშეწყობით, ფერმა უახლოეს მომავალში დაიწყებს ფუნქციონირებას.  ფერმის მეპატრონემ, სოფელი ხიმშის მკვიდრმა ელდარ ხუციშვილმა 95,000 ლარის შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა. ფერმა 50-60 სულ საქონელზეა გათვლილი და  წლიურად   5-6 ტონა საქონლის ხორცის წარმოებაა დაგეგმილი. საწარმოში  6 ადამიანი მუდმივად დასაქმდება, სეზონურად კი, 16.

ოთარ დანელიას განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მაღალმთიან რეგიონებში  წარმოების ხელშეწყობაა. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო  პოტენციალს ათვისების მზარდი ტენდენციაა.

„მესაქონლეობის დარგის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. „ქართულ-შვეიცარიული კომპანიის საქმიანობა არის მოდელი, რომელიც გვინდა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვიყენოთ, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში; საუბარია ისეთი გენეტიკის მეცხოველეობაზე, რომელიც აქამდე საქართველოში არ იყო“,- განაცხადა ოთარ დანელიამ.

შეღავათიანი აგროკრედიტითა და კომპანიის „ბლაუენშტაინ საქართველო“ ხელშეწყობით,  რაჭა-ლეჩხუმი-ზემო სვანეთის რეგიონში კიდევ 3 ახალი ფერმის მშენებლობა მიმდინარეობს. საერთო ჯამში, რეგიონში 9 თანამედროვე ტიპის ფერმა იფუნქციონირებს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა