|
  • EUR 1 = GEL 4.0107
  • USD 1 = GEL 3.3119
|

ოთო კვალიაშვილის გულშემატკივრები მომღერლის მხარდამჭერ მოწოდებას ავრცელებენ

სატელევიზიო მუსიკალური კონკურსის "მხოლოდ ქართული" მონაწილის ოთო კვალიაშვილის  გულშემატკივრები მომღერლის მხარდამწერ მოწოდებას ავრცელებენ.

"ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქართული სიმღერა და არა მარტო სიმღერა, ყველაფერი ქართული, გთხოვთ,  მხარი დავუჭიროთ  ოთო კვალიაშვილს, რომელიც თავისი ვოკალური მონაცემებით, გულწრფელობით,  კეთილშობილებით იმსახურებს ხუთეულში  გადასვლას". 

 ოთოს საკუთარი თავის შემდეგ სწორედ თქვენი იმედი აქვს! დღემდე სწორედ თქვენი მხარდაჭერით შეძლო ოთომ საკუთარი თავის გამხნევება, შესაძლებლობების მობილიზება და ტურიდან ტურამდე დახვეწა.

0322779919 - ზარი უფასოა",  -აცხადებენ გულშემატკივრები ქუთაისიდან. 

 კონკურსის მორიგი ტური დღეს "რუსთავი 2"–ზე, 22.00  საათზე დაიწყება.

 

ავტორი: ნიუპრესი