|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ოთხდღიანი პაუზის შემდეგ ატირაუს და აქტაუს მიმართულებით ფრენები აღდგა

ოთხდღიანი პაუზის შემდეგ  ქუთაისის აერორტიდან ატირაუს და აქტაუს მიმართულებით ფრენები აღდგა. კომპანია "ფლაი არისტანის" ინფორმაციით, დაგეგმილ რეისებზე დარჩენილ ადგილებზე პრიორიტეტი ქალები, ბავშვები და მოხუცები იქნებიან.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისებს ის მგზავრები ელოდებიან, რომლებიც რამდენიმე დღეა ხაზახეთში იქ არსებული ვითარების შედეგად გაუქმებული ფრენების გამო წასვლას ვერ ახერხებდნენ.

აქტაუს მიმართულებით რეგისტრაცია უკვე დაწყებულია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ შესრულდა პირველი გეგმიური ფრენა ნურსულთანის მიმართულებით, რომელსაც აქ დარჩენილი 15 მგზავრი გაჰყვა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა