|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პაციენტი მხოლოდ აკვანში იძინებს - კოვიდკლინიკაში 6 თვის ემილის მკუნალობენ

"კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრის პედიატრიულ განყოფილებაში მკურნალობის კურსს გალის მკვიდრი, კოვიდდადებითი ემილი შაკაია გადის. ემილი 6 თვის არის.

“როგორც გაირკვა, პატარა პაციენტი დაძინებას მხოლოდ აკვანში ახერხებდა, სხვა შემთხვევაში, მისი დაძინების ყოველი მცდელობა უშედეგოდ სრულდებოდა. შესაბამისად, კლინიკის გუნდმა იზრუნა იმაზე, რომ ემილის აკვანი და ტკბილი ძილის შესაძლებლობა ჰქონოდა,”-ნათქვამია კლინიკის ოფიციალურ facebook გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, კლინიკის კოვიდცენტრის ბავშვთა განყოფილება 0 წლიდან 12 წლამდე ასაკის პაციენტებს დასავლეთ საქართველოს მასშტაბით იღებს და მათ შესაბამის მკურნალობას უწევს.

კოვიდკლინიკაში ამ დროისათვის 20-მდე ბავშვი მკურნალობს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა