პაციენტი, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით 5 კვირა მკურნალობდა, გამოჯანმრთელდა
ქუთაისი ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. საშუალო ასაკის ქალი კლინიკაში ხუთ კვირაზე მეტი ხნის მანძილზე მკურნალობდა.
მას განმეორებითი ტესტი რამდენჯერმე ჩაუტარდა, თუმცა ანალიზებით კორონავირუსი ფიქსირდებოდა.
პაციენტი ღვანკითის კლასტერს მიეკუთვნება. მას ინფექციური საავადმყოფოდან ხვალ გაწერენ, რის შემდეგაც კლინიკაში 2 პაციენტი დარჩება.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული უკვე 40 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა